პროექტის დეტალი

‘’პირველადი სამედიცინო დახმარების საწყისების შესწავლა’’.

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

პროექტი მოიცავდა
სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეების ჩართულობასა და ახალი ინფორმაციის
მიღებას. პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლეთ კოლეჯ ‘’პანაცეასთან’; და ორგანიზაცია
‘’წითელ ჯვართან’’. შეხვედრების ციკლის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებმა (VII-XI
კლასები)  აქამდე არსებული ცოდნის დემონსტრირება შეძლეს, და სხვადასხვა
პრაქტიკული სამუშაოს საფუძველზე უფრო მეტი რამ გაიგეს პირველად დახმარებასთან
დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ჩვილ, ზრდასრულ და მოხუც ადამიანებთან საფრთხის
დროს საჭირო გზების გატარებას და მათთვის დახმარების გაწევას; მეორე სემესტრში
კვლავ იგეგმება კოლეჯ პანაცეასთან უშუალო ვიზიტები და შეხვედრების ციკლს
შევთავაზებთ დაინტერესებულ მოსწავლეებს; (შეეძლებათ საექთნო ტრენინგ-კურსის
გავლაც, კოლეჯში ვიზიტი); აქტივობაში მონაწილეობას იღებდა 60 მოსწავლე და 10
მასწავლებელი. ჯამში შეხვედრები 5 საათს გაგრძელდა.