მოსწავლეთა თვითმმართველობამ, მოსწავლეთა ინიციატივით, USAID სამოქალაქო განათლების სკოლა-ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობითა და მიღებული 1500 ლარიანი დაფინანსებით განხორციელეთ პროექტი „დემოკრატიული სივრცე ყველასათვის“, რომელიც მიზნად ისახვადა სკოლაში მოსაწვლეებზე მორგებული თავისუფალი, კომფორტული და თანამედროვე სივრცის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობდა მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სხვადასხვა სასკოლო კლუბების მუშაობას. რაც პირდაპირ ეხებოდა ჩვენი სკოლის საჭიროებას, რადგან ტერიტორიული სიმცირის გამო სკოლას ამდაგვარი სივრცეების ნაკლებობა ჰქონდა, რაც ხელს უშლიდა სასკოლო კლუბებისა და თვითმმართველობის ეფექტურ მუშაობას. პროექტი განვახორციელეთ 5 მოსწავლემ. იგი ხორციელდებოდა 1 თვის განმავლობაში (მარტი) ქალაქ თელავში, კერძოდ კი თელავის მე-4 საჯარო სკოლაში. პროექტით სარგებელი მიიღო სკოლის თითოეულმა მოსწავლემ, მასწავლებელმა და სასკოლო ადმინისტრაციის წევრმა.
მე, როგორც პროექტის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მივიღე შემდეგ აქტივობებში:
- შეხვედრა ბიზნეს სექტორთან, ახლოს გაცნობა და მოლაპარაკება - 2 საათი
- სივრცისათვის ინვენტარის არჩევა, ყიდვა და მოწყობა - 6 საათი
აქტივობის დამადასტურებელი ლინკი -
https://drive.google.com/file/d/1zlh6h8bCtMV1kXFw9e_Pddwy7uI7bHsb/view?usp=sharinghttps://drive.google.com/file/d/154XKtfyTI4uKYCbYezddYSZZtSmVW9lI/view?usp=sharing https://drive.google.com/file/d/1aEbh3pEEEW-qE8x3cbIoCd4d92u9-Vb4/view?usp=sharing