მოხალისეობრივად დავეხმარე სკოლას (თელავის მე-4 საჯარო სკოლა) 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი თეატრალური ღონისძიების "გააგრძელე შენი სკოლის ასწლიანი ისტორია" ტექნიკურ გამართვას (საბეჭდი და ვიზუალური მასალის ასევე ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალების შექმნა/დამუშავება). აღნიშნულ საქმიანობას ვახორციელებდი 1 თვის განმავლობაში, ქალაქ თელავის ტერიტორიაზე. შედეგად კი სკოლის ღონისძიებისადმი დაკავშირებული ყველა ტექნიკური საკითხი უპრობემოდ მოგვარდა და ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.
დეტალურად კი აქტივობები ასე გამოიყურება:
- მოსაწვევი ბილეთების დიზაინის აწყობა და ბეჭდვა - 6 საათი
- გასაფორმებელი ბანერების დიზაინის აწყობა და ბეჭევდა - 7 საათი
- რეკვიზიტების დიზაინის შექმნა - 2 საათი
- სხვადასხვა ნომინაციისათვის სხვადასხვა ტიპის სერტიფიკატის დიზაინის აწყობა და ბეჭდვა - 6 საათი
- ნომინაცია „საპატიო მეოთხე სკოლელი“-სათვის ჯილდოს სალაზერე დიზაინის შექმნა და ორგანულ მინაზე გამოჭრა - 5 საათი
- მუსიკალური გაფორმებისათვის მუსიკებისა და მელოდიების დამუშავება - 10 საათი
- ვიდეო გაფორმებისათვის ფოტო-ვიდეოების გადაღება და მონტაჟი - 15 საათი
- სცენის გაფორმებაში მონაწილეობის მიღება - 3 საათი
- ღონისძიების განმავლობაში ფოტო-ვიდეო და მუსიკალურ გაფორმებაზე ზედამხედველობა - 3 საათი
- რეპეტიციებზე დასწრება და მათი ტექნიკური გამართვა, ვიდეო და მუსიკალური მასალაზე ზედამხედველობა - 20 საათი
https://www.facebook.com/Telavismeotxesajaroskola/posts/pfbid02WkL5omhw27WRyno1QNopSHhRuJ5W3iv9k5Pa3A2zx4wHC8TXvJGeqgvR3ByuMf5tl