პროექტი
პროექტის აღწერა
პროექტი: “სოხუმის დაცემა – მეხსიერების გაკვეთილი” 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ჩავატარე პროექტი, რომლის მიზანი იყო ამ ტრაგიკული მოვლენის მნიშვნელობის გაცნობა და ახალგაზრდებში სამშვიდობო ცნობიერების ამაღლება. პროექტის ძირითადი აქტივობები: 1. პროექტის გახსნა: ღონისძიება დაიწყო წუთიერი დუმილით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. სკოლის დარბაზში გაიჟღერა მშვიდი მუსიკა, რომელიც ემოციურ ფონს ქმნიდა. 2. ისტორიული პრეზენტაცია: პრეზენტაციის მეშვეობით მოსწავლეებს გავაცანი სოხუმის დაცემის მოვლენები, აფხაზეთის ომის ისტორიული კონტექსტი, მისი მსვლელობა და შედეგები. პრეზენტაციას ახლდა ვიზუალური მასალები – ფოტოები, რუკები და ქრონოლოგიური სლაიდები, რაც აუდიტორიას ნათლად აჩვენებდა ამ მოვლენის მნიშვნელობას. 3. საგანგებო ვიდეომასალა: ღონისძიებაზე ვაჩვენეთ მოკლემეტრაჟიანი ვიდეო, რომელიც აერთიანებდა დოკუმენტურ კადრებს სოხუმის დაცემისა და დევნილთა ისტორიების შესახებ. ვიდეომ განსაკუთრებული ემოციური გავლენა მოახდინა მონაწილეებზე. 4. სტუმრის გამოსვლა: პროექტში ჩართულნი იყვნენ აფხაზეთის ომის ვეტერანი და დევნილი, რომლებმაც პირადად გაუზიარეს თავიანთი ისტორია. მათი ნაამბობი იყო განსაკუთრებული ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად შეეხო ახალგაზრდებს.
პროექტის დასკვნა: ღონისძიება დასრულდა საერთო მესიჯით – “ისტორია მეხსიერებაა, ხოლო მეხსიერება – მომავლის საყრდენი.” მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ სოხუმის დაცემის ისტორიის ცოდნა არა მხოლოდ წარსულის დანაკარგის გაზიარებაა, არამედ პასუხისმგებლობა, რათა მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს. პროექტმა დიდი ემოციური გავლენა მოახდინა მონაწილეებზე და წაახალისა მოსწავლეების ჩართულობა სამშვიდობო ინიციატივეებში.