პროექტი
პროექტის აღწერა
2024 წლის 30 ივნისს კაფე "მზიურში" გავმართეთ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა. ნივთები დამზადებული იყო საქართველოს კარიტასის ბავშვთა დღის ცენტრის "მზესუმზირების" მოსწავლეთა მიერ. ძირითადად წარმოდგენილი იყო: სამაჯურები, თიხის ჭურჭლები და მინანქრის სამკაულები.
პროექტის მთავარი მიზანი იყო ხელნაკეთი ნივთების გაყიდვით მიღებული შემოსავლის გამოყენება დღის ცენტრის საჭიროებებისთვის. ასევე ბავშვთა დღის ცენტრის მოსწავლეთა მხარდაჭერა, მათი უნარების და შესაძლებლობების წახალისება. აღნიშნული პროექტი ასევე დაგვეხმარა მოხალისეთა საბჭოს წევრებს ცნობიერების ამაღლებაში მოხალისეობრივი საქმიანობისა თუ ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული პროგრამების შესახებ.