პროექტი
პროექტის აღწერა
2024 წლის იანვრიდან ამავე წლის აგვისტომდე ვიყავი მოხალისე ინგლისურის მასწავლებელი საქართველოს კარიტასის ბავშვთა დღის ცენტრ "მზესუმზირებში". ჩემი პასუხისმგებლობა მოიცავდა საინტერესო გაკვეთილების შემუშავებასა და ჩატარებას მათი ენის ცოდნის, კრეატიულობისა და თავდაჯერებულობის გასაუმჯობესებლად. ყოველდღიური აქტივობები მოიცავდა ისეთ პრაქტიკულ დავალებებს, როგორებიცაა: ანბანის ასოებისგან სიტყვების ჩამოწერა, გუნდურად სიტყვების აღწერა და გამოცნობა, დიალოგების წარმართვა. თუმცა, გარდა იმისა, რომ აქტიურად ვიყავი ჩართული მათ საგანმანათლებლო პროცესში, ვფიქრობ, ასევე აქტიურად ვმონაწილეობდი მათთვის ინდივიდუალური ყურადღებისა და მხარდაჭერის აღმოჩენაში, რაც გამოიხატებოდა მოსწავლეების წახალისებაში, დაეძლიათ შიშები და თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი თავი.
პროექტის ძირითადი მიზანი იყო დღის ცენტრის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდა, მათი ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და სანდო, ჯანსაღი ურთიერთობების წახალისება.