პროექტის დეტალი

საქართველოს კარიტასის მოხალისეობრივი საბჭოს წევრი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

მოხალისეთა საბჭოს მიზანია საზოგადოების, განსაკუთრებით კი სტუდენტების/მოსწავლების დაინტერესება მოხალისეობრივი საქმიანობით. ამისთვის, საბჭო ატარებს ტრენინგებს/შეხვედრებს სკოლებს/ უნივერსიტეტებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესბულებებში. 
ამასთან, საბჭო გეგმავს ორგანიზაციში სხვადასხვა პროექტს, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი პროექტები, მაგალითად დასუფთავების აქციები, ტრენინგები ეკომეგობრული ქმედების შესახებ და სხვა. ასევე, საბჭო აწყობსგამოფენ ა/გაყიდვებს (ხელნაკეთი ნივთებისა და წიგნების), რისი მიზანიც არის   ბავშვების (დღის ცენტრის "მზესუმზირების" აღსაზრდელების) დახმარება, მათ შორის მათთვის საზაფხულო ბანაკების მოწყობას.
დეტალური ინფორმაცია პროექტების შესახებ: 1) 2024 წლის 12 ნოემბერს იყო კარიტასის დაბადების დღე, ღონისძიებას დაესწრნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმოამდგნლები, სადაც მოხალისების საბჭო აქტიურად იყო ჩართული; 2) 2024 წლის 23 ოქტომბერს, მოხალისეთა საბჭოს ორგანიზებით გაიმართა პირველადი დახმარების ტრენინგი გორში, 3) 2024 წლის 30 ივნისს "მზიურის" ტერიტორიაზე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. 4)2024 წლის 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დღესთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ბოჩას საჩვენებელი თამაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შშმ პირებმა და თამაშით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა. 
ღონისძიებების სანახვად იხილეთ კარიტასის ოფოვიალური ლინკი (https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial).