პროექტის დეტალი

შეხვედრა ფსიქოლოგთან ,,მშობლებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულება“

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს განათლებისა და კულტურის კომიტეტი- შეხვედრა ფსიქოლოგ-ნათია ცირამუასთან თემაზე: ,,მშობლებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულება“. 

პირველი ეტაპი-საორგანიზაციო საქმიანობები:სივრცის დაჯავშნა და ფსიქოლოგის მოწვევა აქტივობის სრულფასოვნად ჩასატარებლად. ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს  Facebook გვერდზე პოსტერისა და ონალაინ სარეგისტრაციოს განთავსება.

მეორე ეტაპი-შეხვედრა ფსიქოლოგთან.პროექტის გახსნა და ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს საქმიანობის მოკლე მიმოხილვა. ფსიქოლოგის სესია თემაზე-,,მშობლებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულება“. დისკუსიის წარმართვა აღნიშნულ საკითხზე დამსწრე საზოგადოებაში და პრობლემებისა და მისი გადაჭრის ტექნიკების განხილვა.

პრობლემა:
მშობლებსა და შვილებს შორის ჯანსაღი კომუნიკაციის არ არსებობა, რაც აბრკოლებს მათ ურთიერთობას. Unicef-მა მოზარდთა მშობლებსა და მოზარდებში კვლევა ჩაატარა მათ შორის ურთიერთობაში მთავარი პრობლემის გამოკვეთის მიზნით, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ მშობლებსა და მოზარდებს შორის სუსტ კავშირზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს. ზოგ შემთხვევაში კი ამას მშობლების მიერ შვილის საჭიროებების უგულებელყოფა იწვევს, რომლის მიზეზი ხშირად მშობლების მოუცლელობაა.

მიზანი:

  • სწორი კომუნიკაციისა და ემოციის მართვისთვის ტექნიკების სწავლება
  • დამსწრე ადამიანებში მშობლებსა და შვილებს შორის სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობის გაანალიზება.
  • მშობლებსა და შვილებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბების პროცესების ხელშეწყობა.

მოსალონდელი შედეგები:

  • დამსწრე ადამიანებ გააანალიზებენ მშობლებსა და შვილებს შორის სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობას.
  • დამსწრე მშობლებსა და შვილებს შორის ჩამოყალიბდება ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობა.

პროექტში  ჩაერთვნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანები .პროექტი, ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს განათლებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებითა და  მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ მედეგთან თანამშრომლობით ჩატარდა.ამ პერიოდში  აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, შესაბამისად აქტიურად ვიღებდი ორგანიზებაში მონაწილეობას, ჯამში დავუთმე: 6 საათი.
განხორციელდა, 31.01:2024, საორგანიზაციო საქმეები დაიწყო 20.01:24-ში.