პროექტის დეტალი

ნანაშ ნინა

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

მეგრული ენა და კულტურა ძალიან მნიშვნელოან როლს ასრულებს ,,ნანაშ ნინა“. პროექტი მოიცავს 2 საინფორმაციო და 1 დასკვნით  შეხვედრას და განხორციელდება

  • პირველ ეტაპი- საორგანიზაციო საქმიანობები:  სივრცის დაჯავშნა და სპიკერების მოწვევა აქტივობის სრულფასოვნად ჩასატარებლად. სოციალურ ქსელში საინფორმაციო პოსტერისა და ონლიან სარეგისტრაციოს  განთავსება, მონაწილეების არჩევა და მათთან კომუნიკაცია.
  • მეორე ეტაპი - პირველი საინფორმაციო შეხვედრა.პროექტის გახსნა, ახალგარზდული სათათბიროს საქმიანობის მოკლე მიმოხილვა. მოხდება წამყვანისა და სპონსორების წარდგენა. მოწვეული სპიკერი-გიგა ქორთუა შერჩეულ შეხვედრებს ესაუბრება მეგრულ ენასა და კულტურაზე. ბოლოს მონაწილეებს მიეცემათ კითხვების დასმის შესაძლებლობა.
  • მესამე ეტაპი-მეორე საინფორმაციო შეხვედრა. აქტივობის გახსნა და მოწვეული სპიკერის წარდგენა. მოწვეული სპიკერი-თათია ჭურღულია ესაუბრება შერჩეულ მონაწილეებს დებატების კულტურაზე, რის შედეგადაც მონაწილეებს განუვითარდებათ დებატებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები. ბოლოს მონაწილეებს მიეცემათ კითხვების დასმის შესაძლებლობა.
  • მეოთხე ეტაპი-დებატებიპროექტის ბოლო და დასკნით ეტაპზე, განვლილი ორი შეხვედრის საფუძველზე წარიმართება დებატები შემდეგი რეზოლუციის გარშემო: ,,არის თუ არა სამეგრელო ევროპის ნაწილი“. ჟიურის წარმოადგენს დებატების თემაზე მოწვეული სპიკერი-თათია ჭურღულია, რომელიც დებატების ბოლოს გამოავლენს საუკეთესო მოდებატე გუნდს და დააჯილდოვებს საუკეთესო მოდებატეებს.

პრობლემა:
ხალხი ჯერ კიდევ კამათობს იმაზე მეგრული ენაა თუ დიალქტი. ამ და სხვა თემებზე სამსჯელოდ მნიშვნელოვანია დებატების კუნტურის ჩამოყალიბება ადამიანებში. საპატრიაქოს ქართული უნივერსტეტის სტუდენტებმა ჩაატარეს გამოკითხვა, თუ რას ფიქრობს ქართული საზოგადოება მეგრულთან დაკავშირებით. გამოიკითხულთა 52% თვლის რომ დიალექტია, რადგან სამეგრელო საქართველოს ნაწილია და შესაბამისად, მათ აქვთ კუთხური მეტყველება; 42% ფიქრობს, რომ ენაა, ძირითადად ვერ პასუხობდნენ თუ რატომ ფიქრობდნენ ასე. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა მეგრულ ენასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა და მეგრული ენის პოპულარიზაცია.  

მიზანი:

  • ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს შესახებ ინფორმაციის მიწოდება მონაწილე ახალგაზრდებისთვის და სამომავლო აქტივობებში მათი ჩართულობის გაზრდა.
  • მონაწლე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება მეგრული ენის ისტორიასა და კულტურაზე
  • მონაწილე ახალგაზრდებში დებატების ხელოვნების გაცნობა და მისთვის საჭირო უნარების ჩამოყალიბება
  • მონაწილეებში აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების და საჯარო გამოსვლების უნარების განვითარება

მოსალონდელი შედეგები:

  • მონაწილეები ინფორმირებულები არიან ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს საქმიანობის შესახებ და აქტიურად ერთვებიან მომავალ აქტივობებშიც.
  • მონაწილე ახალგაზრდებში ცნობიერება ამაღლდა მეგრული ენის ისტორიასთან და კულტურასთან დაკავშირებით.
  • მონაწილე ახალგაზრდები ეცნობიან დებატების კულტურას და განივითარებენ მისთვის საჭირო უნარებს.
  • მონაწილეები ივითარებენ აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის და საჯარო გამოსვლების უნარებს.

პროექტში ჩაერთვნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები (14-29 წლამდე). პროეტი ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით , საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონალური წარმომადგენლობის ოფისში ჩატარდა.ამ პერიოდში  აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, შესაბამისად აქტიურად ვიღებდი ორგანიზებაში მონაწილეობას, ჯამში დავუთმე: 30 საათი. განხორციელების თარიღები:12:02:2024, 19.02:2024, 21:02:2024-, საორგანიზაციო საქმეები დაიწყო 1.02:2024.