პროექტის დეტალი

მხიარული სტარტები

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

 ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო- განათლებისა და კულტურის კომიტეტი, პროექტი- მხიარული სტარტები

პროექტის  დასაწყისში მონაწილეებმა  გაიცნეს  ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს წარმომადგენლები და მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ.

შემდეგ ეტაპზე, მონაწილეებმა  ჩამოაყალიბეს გუნდები და გაეცნენ თამაშის ინსტრუქციას. აქტივობის ფარგლებში გაიმართება 5 ტური სხვადასხვა თემატიკით.

პრობლემა:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  ახალგაზრდული სივრცის არ არსებობიდან გამომდინარე აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს არ აქვთ სივრცე, სადაც შეძლებენ გართობასა და დასვენებას.

მიზანი:

  • ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს შესახებ ინფორმაციის მიწოდება მონაწილე ახალგაზრდებისთვის და სამომავლო აქტივობებში მათი ჩართულობის გაზრდა.
  • მონაწილეებისთვის გართობისა და დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობის მიცემა.
  • სახალისო აქტივობის შედეგად მონაწილეებში გუნდური მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარების გამომუშავება.

მოსალონდელი შედეგები:

  • მონაწილეები ინფორმირებულები იქნებიან ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს საქმიანობის შესახებ და აქტიურად ჩაერთვებიან მომავალ აქტივობებშიც.
  • მონაწილე ახალგარზდებს მიეცემათ გართობისა და დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა.
  • მონაწილე ახალგაზრდებში სახალისო აქტივობის შედეგად გამომუშავდება გუნდური მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარები.

აქტივობაში ჩაერთვნენ  შამგონის ახალგაზრდული ცენტრის წევრი ახალგაზრდები 12-18 წლამდე. პროექტი ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებითა და შამგონის ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა. ამ პერიოდში აღნიშნული კომიტეტის თავმდჯომარის მოადგილე ვიყავი, შესაბამისად აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას ორგანიზების პროცესში, ჯამში დავუთმე: 12 საათი.

განხორციელდა:31.03:2024, საორგანიზაციო საქმიანობები დაიწყო, 20:03:2024