პროექტის დეტალი

''ის მაინც არსებობს''

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ღონისძიება „ის მაინც არსებობს“ მიზნად ისახავს, სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მარტოხელა მრავალშვილიანი ოჯახების თანადგომას. აღნშნული ღონისძიება წელიწადში ერთხელ ტარდება და RICDOG ყოველი წლის 31 დეკმებრის ღამის 00:00 საათიდან თოვლის ბაბუასთან ერთად წინასწარ შერჩეულ ოჯახს ესტუმრება. ყოველწლიურად, სასაჩუქრე ნობათში შედის: ბავშვებისთვის საჭირო ნივთები, სათამაშოები, ხორც–პროდუქტები, ბურღულეულობა. ორგანიაციის წევრებს წინასწარ მოძიებული გვყავს სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები.  28 დეკემბრამდე ჩვენი მოხალისეები ამზადებენ და ქალაქში ყიდიან საახალწლო ხელნაკეთ ნივთებს, ასევე ვმუშაობთ სპონსორებთან.  აქტივობების შემდეგ ჯამდება ბიუჯეტი და ნაწილდება ოჯახებზე თანაბრად. საახალწლო ნობათში შედის: ბავშვებისთვის საჭირო ნივთები და სათამაშოები; საკვები პროდუქტები; ბურღულეულობა, ტკბილეულობა და ა.შ. აღნიშნული ნობათით ზუსტად 31 დეკემბრის ღამის 00:00 საათიდან თოვლის ბაბუსთან ერთად ვსტუმრობთ ოჯახებს და ვულოცავთ ახალ წელს.  ბავშვებისთვის ჩვენი სტუმრობა ყოველთვის სიურპრიზია.