აღნიშნული პროექტის მიზანია მეფუტკრეობის განვითარება შიდა ქართლში, ჩვენ ვასწავლით ფუტკრის პროდუქტების წარმოებას დივერსიფიცირებული სახით, დღეს-დღეობით მხოლოდ ჩვენ ვაწარმოებთ მსგავსი ტექნოლოგიებით და გვსურს ვასწავლოთ და დავასაქმოთ დაინტერესებული პირები აღნიშნულ სფეროში. აღნიშნულ პროექტში ჩართული იყო 5 მოხალისე, რომლებმაც წარმატებით შეისწავლეს მეფუტკრეობა და ზოგიერთმა მათგანმა პარალელურად საკუთარი წარმოებაც დაიწყო. ჩვენ ვასწავლით, როგორც ჩვენს საფუტკრეში, ასევე ვეხმარებით დამწყებ მეფუტკრეებს საკუთარი წარმოების სწორად წარმართვაში.