პროექტის დეტალი

ბავშვთა დღე სსიპ 147-ე საჯარო სკოლაში

გამოყვეყნების თარიღი: Nov 25, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

     სსიპ 147-ე საჯარო სკოლაში ჩატარებული, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ჩემი კლუბის ,,არტია" მიერ ჩატარებული ყველაზე მაშტაბური ღონისძიება გახლდათ.  ღონისძიება მიზნად ისახავდა, 1 ივნისს, 1-4 კლასელებისთვის დაახლოებით 300-მდე ბავშვისთვის, დაუვიწყარი მოგონების შექმნასა და ამ დღის გაფერადებას.
      მე და ჩემი კლუბის წევრებს ძალიან გვინდოდა, რომ გრანდიოზული ღონისძიებით გაგვეხარებინა ჩვენი სკოლის პატარები, საამისოდ ძალღონე არ დავიშურეთ და მთელი ოთხი თვის მანძილზე თავდაუზოგავად  ვემზადებოდით 1 ივნისისათვის. მზადება გულისხმობდა სხვადასხვა დეკორაციის დამზადებას, გასართობი პროგრამის და სახალისო აქტივობების დაგეგმვას, დიჯეის შოვნას ბიუჯეტურ ფასად და რაც მთავარია, სპონსორების მოზიდვას. საბოლოოდ ყველაფერი კარგად წარიმართა , მოვახერხერთ ლოკო მოკოსთან, ზელატოსთან, Magic Candy-ისთან და ჭიტასთან თანამშრომლობა.   მათ მიერ გამოგზავნილი პროდუქტები კი  თანაბრად გაუნაწილდა 1-4 კლასელებს.
   ვფიქრობ, ბავშვებს დასამახსოვრებელი დღე ვაჩუქეთ და ამასთანავე ჩვენც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და გამოვიმუშავეთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები როგორ დავგეგმოთ ღონისძიება, როგორ დავაინტერესოთ სპონსორები და სხვა.
    მე და ჩემი კლუბი მომავალშიც არაერთ ღონისძიებას ვგეგმავთ, უკვე ჩატარებული ღონისძიებების ვიდეო და ფოტო მასალის ხილვა შეგიძლიათ ,,Artia"-ს ვებ გვერდზეც.
შესაბამისი ვიდეო მასალა: