ოქტომბერი - მერიასთან წარმატებული ადვოკატირების შედეგად ჩვენი ინიციატივა მესტიის მუნიციპალიტეტის 17 თემში ხის დარგვის ფესტივალის შესახებ აქტიურ ფაზაში შევიდა. ოქტომბრის თვეში მუნიციპალიტეტის 8 თემში უკვე განხორციელდა სკვერების განახლება.დაირგო ასობით ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე. ხის დარგვის ფესტივალი სხვა თემებში გაზაფხულიდან განახლდება. სარგებელს მიიღებს ათასობით ადამიანი. აღნიშნული აქცია ემსახურება კლიმატის ცვლილების შერბილების მიღწევას და დეფორესტაციასთან ბრძოლას. ადვოკატირებას გავაგრძელებთ რომ ეს ფესტივალი შემდეგი ხუთი წლის განმავლობაშიც განხორციელდეს.