პროექტის დეტალი

#შეიფარე#შეიყვარე#დაიცავი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 27, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ზუგდიდში ერთ-ერთი დიდი პრობლემა მიუსაფარი ცხოველებია. საღამოობით ქუჩაში ადამიანზე მეტ მიუსაფარ ცხოველს შეხვდებით. 2024წლის მაისი-ივნისის თვეში მეგობრებთან ერთად მოხალისეობრივი კონკურსის ფარგლებში, რომელსაც სტუდფესტის ფარგლებში ახალგაზრდული სააგენტო ატარებდა განვახორციელეთ პროექტი სახელწოდებით #შეიფარე #შეიყვარე #დაიცავი, რომლის ფარგლებშიც ზუგდიდში ავაშენეთ მიუსაფარი ცხოველებისთვის ძაღლის სახლები თავდაპირველი ნული რესურსით. აშენდა 11სახლში- 5ხისგან, 5საბურავისგან და 1სახლი სანაპიროს დასუფთავების შედეგად მოგროვებული ბოთლებისგან. სახლები დაიდგა ზუგდიდის სხვადასხვა ლოკაციაზე, ერთ-ერთი იყო ენგურის ხიდი, სადაც ასევე განვახორციელეთ მეორე აქტივობა და დიდი შრომის შედეგად ნაპოვნი და მოძიებული კოლხური ბზა, რომელიც გადაშენების პირას არის მყოფი დავურიგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც გადადიოდნენ აფხაზეთში, რათა დაერგოთ აფხაზეთში და ეყვავილა ჩვენს კოლხურ ბზას აფხაზეთში, მანამ, სანამ აფხაზეთს დავიბრუნებთ. ასევე, 5მიუსაფარ ძაღლს ვუპოვეთ ერთგული პატრონი.