პროექტის სახელი: „წარმატებისკენ გზა უნივერსიტეტში“
მიზანი:
მოსწავლეებში განათლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და უნივერსიტეტთან დაკავშირებული საქმიანობების გაცნობა.
აღწერა:
ჩემი ორგანიზებით ჩვენი სკოლის და ცხენთაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოვინახულეთ ადგილობრივი უნივერსიტეტი. ვიზიტის დროს მოვინახულეთ ჰერბარიუმი, შევხვდით სტუდენტებს და ლექტორებს, რომლებთან ერთად ჩავატარეთ საინტერესო პრეზენტაციები და დისკუსიები.
შედეგი:
მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია უნივერსიტეტის ცხოვრებაზე, რაც მათ შთაგონება მისცა და გაზარდა ინტერესიც მეცნიერებისა და განათლების მიმართ.