2024 წლის 21 ივნის ქალაქ ქუთაისში ჩემი და ბატონი რეზოს თაოსნობით (დასავლეთ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტოს თავჯდომარე) გავმართეთ პირველი-ოლიმპიური კარნავალი,მდინარე რიონის პირას.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის სპორტ-სკოლების მოსწავლეები, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი-თეიმურაზ აფხაზავა,სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საქართველოს ჩემპიონები და მსოფლიო სასკოლო ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქუთაისელ ფრენბურთელ გოგონათა გუნდი. მდინარე რიონზე გავმართეთ ჯომარდობა და ოლიმპიური ჩირაღდნის გადაცემის ცერემონია.
ამ ფორმით ქუთაისი პარიზის ოლიმპიურ პერფომანს გამოეხმაურა.
კარნავალის მიზანი გახლდათ ქუთაისელთა ახალგაზრდებში გაგვეღვიძებია პარიზული ოლიმპიური განწყობა და მოგვეწოდებია მათთვის მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს გულშემატკივრობა.
მათ შევახსენეთ,რომ მნიშვნელოვანია ქართველი სპორტმენებისთვის მათივე ქვეყნის ახალგაზრდა თაობათა მხარდაჭერა,რის შედეგადაც ქუთაისელ ახალგაზრდებში გაიზარდა ინტერესი სპორტული აქტივობების შესახებ.




