პროექტის დეტალი

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 29, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ანაკლიაში “მომავლის ბანაკი” ამოქმედდა. პროგრმას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. “მომავლის ბანაკმა” მოსწავლეების პირველი ნაკადი უკვე მიიღო.პროექტში ჩართული მოზარდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანის უფლებების, ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენისა და საქართველოს ისტორიის შესახებ. გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ანტინარკოტიკულ თემაზე.