პროექტი
პროექტის აღწერა
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" ახორციელებდა პროგრამას "მოხალისეთა კლუბი," რომელშიც მონაწილეობას იღებდა 19 მოხალისე. პროგრამის მიზანი იყო მოხალისეობის პოპულარიზირება ქალაქ ქუთაისში. პროგრამის ფარგლებში მოხალისეებმა ჩავატარეთ შეხვედრები 10-მდე სკოლაში მოხალისეობისა და არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე. შეხვედრებს დაახლოებით 150-მდე ადამიანი დაესწრო.