პროექტის დეტალი

პირველი ფსიქოლოგიური დახმარება

გამოყვეყნების თარიღი: Feb 08, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

2024 წლის 4 ოქტომბერს ჩვენმა წითელი ჯვრის გუნდმა, პირველი ფსიქოლოგიური დახმარების სწავლაზე ვიმუშავეთ. ამ დღის განმავლობაში გავეცანით ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ძირითად პრინციპებს, ვისწავლეთ, როგორ უნდა ვუპასუხოთ სტრესულ სიტუაციებში მყოფი ადამიანების ემოციურ საჭიროებებს და როგორ დავეხმაროთ მათ სიმშვიდის შენარჩუნებაში. ტრენინგის პროცესში პრაქტიკული მაგალითებით გავიმყარეთ მიღებული ცოდნა და განვივითარეთ უნარები, რომლებიც საჭირო ხდება კრიზისულ ვითარებაში რეაგირებისთვის. ეს გამოცდილება ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული იყო, რადგან გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი და საჭირო შეიძლება იყოს მარტივი, მაგრამ სწორად გადადგმული ნაბიჯები ადამიანის ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის.