პროექტის დეტალი

ტექნოლოგიები ყველასთვის

გამოყვეყნების თარიღი: Mar 15, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

პროექტი ეხება ტექნოლოგიური სამყაროს ცოდნის ამაღლებას. ბევრ ხანდაზმულს უჭირს სმარტფონის, სოციალური ქსელების ან ვიდეოზარების გამოყენება, რის გამოც ნაკლებად აქვთ კავშირი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. ასევე რთულია ონლაინ გადახდების, საბანკო ოპერაციების და სხვა სერვისების დამოუკიდებლად შესრულება. ხანდაზმულები ვერ სარგებლობენ ინტერნეტში არსებული რესურსებით, როგორიცაა ონლაინ წიგნები, კურსები, სამედიცინო მომსახურება და ა.შ თაღლითობა და კიბერუსაფრთხოების რისკები განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ხანდაზმულებს ხშირად არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან თავი. ეს მოხალისეობრივი პროექტი ამ პრობლემების დაძლევაში დაეხმარება ხანდაზმულებს, რათა შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების უსაფრთხოდ და მარტივად გამოყენება, რაც მათ უფრო დამოუკიდებელს, ინფორმირებულსა და სოციალურად აქტიურს გახდის.