მიმდინარე წლის 18 მარტს ,მარტვილში ჩატარდა მოხალისეობრივი პროექტი ,,ცოდნის შეჯიბრი" .
პროექტის პირველი ეტაპი მოხალისეების მიღება და მათი გადამზადება იყო .15 მოხალისე გადამზადდა პროექტის ფარგლებში .
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 40 მდე ახალგაზრდა დაინტერესდა, რომლებიც სკოლებიდან იყვნენ წარმოდგენილი .
,,ცოდნის შეჯიბრის" მთავარი მიზანი ,ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციის დამყარება ,მოხალისეობრივი საქმიანობის გაცნობა და მისი პოპულარიზაცია იყო .
შეჯიბრის დასრულების შემდეგ გამოვლინდა 1,2,და 3 ადგილის მფლობელი გუნდები,რომლებსაც გადაეცათ სიგელები ,ხოლო მონაწილე გუნდებს კი - სერტიფიკატები.
ჩვენი მოხალისეობრივი საქმიანობის დროს საინტერესო თავგადასავალიც გადაგვხდა.
მაშინ ,როდესაც სერტიფიკატების დასამზადებლად მივედით ,მოხალისეობრივი საქმიანობის მხარდამჭერმა გოგონამ საჭირო რაოენობის სერტიფიკატები სრულიად უსასყიდლოდ დაგვიბეჭდა და გახდა ჩვენი პროექტის დიდი მხარდამჭერი.
