
მოხალისეებმა განვახორციელეთ ვიზიტი სოც-თერაპიის სახლში, სადაც შევხვდით ბევრ არაჩვეულებრივ პიროვნებას. ჩემთვის ეს გახდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება.
ვიზიტის დროს მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვათვალიერებინა სახელოსნოები, სადაც შშმ პირები ქმნიან ულამაზეს ხელოვნების ნიმუშებსა თუ ხელნაკეთ ნივთებს. დაგვხვდა სუფთა და თბილი გარემო, სადაც მათი შემოქმედება იყო გამოფენილი.
მათ მხატვრობამ და ხელნაკეთმა ნივთებმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა.
მათთან ერთად კარგად გავატარე დრო, ერთად ვითამაშეთ სხვადასხვა თამაში, ვისაუბრეთ და მათ გვიმღერეს კიდეც.
ამ ადამიანებთან ურთიერთობა იყო ძალიან გამამხნევებელი და შთამაგონებელი. ადამიანები ხშირად ვერ ვიაზრებთ იმას, თუ რამდენი უნიკალური და შესანიშნავი ადამიანი ცხოვრობს ჩვენს გარშემო, რომლებისთვისაც მხოლოდ ოდნავი მხარდაჭერა და გულისხმიერება ძალიან მნიშვნელოვანია.
ვიზიტის მიზანი იყო არა მხოლოდ დროის გატარება, არამედ ამ ადამიანების ბედნიერების გაზიარება.
(P.s აქტივობის ზუსტი დრო: 13 მარტი, 12:30 - 15:00. ჯამში 2.30 მოხალისეობრივი საათი. ამ აქტივობის განხორციელებას დაადასტურებს მოხალისეთა კოორდინატორი ლიზი სალბიშვილი.)