პროექტის დეტალი

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე - 2 აპრილი

გამოყვეყნების თარიღი: Apr 26, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

 

2 აპრილისთვის — აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღისთვის — გადავწყვიტე, საკუთარი წვლილი შემეტანა და ბავშვებისთვის საინფორმაციო ბუკლეტები გამეკეთებინა. ბუკლეტებში ავხსენი,რა არის აუტიზმი,რატომ არის მნიშვნელოვანი,რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები მივიღოთ, გავუგოთ და მხარი დავუჭიროთ.
ბუკლეტები საკუთარი ძალებით მოვამზადე კიდევ ერთ მოხალისესთან ერთად, დავბეჭდეთ და სკოლაში მივიტანეთ. შემდეგ ისინი ბავშვებს დავურიგეთ,რათა მათ უფრო მეტი გაეგოთ აუტიზმის შესახებ და მათში თანაგრძნობა, სითბო და გულღიაობა გაღვივებულიყო.
ჩემთვის ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი — პატარა ქმედებით ვეცადე,რომ გარემო უფრო ინფორმირებული, მხარდამჭერი და მეგობრული გაგვეხადა ყველა ადამიანისთვის,განსხვავებულობის მიუხედავად.

(P.s აქტივობის ზუსტი დრო: 1-2 აპრილი(1 აპრილს დავამზადეთ, ორში დავარიგეთ). ჯამში 2.30 მოხალისეობრივი საათი. ამ აქტივობის განხორციელებას დაადასტურებს მოხალისეთა კოორდინატორი ლიზი სალბიშვილი.)