პროექტის დეტალი

"ევროპარლამენტის მოდელირება ფოთში"

გამოყვეყნების თარიღი: Aug 19, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 20
პროექტი

პროექტის აღწერა

ფოთელი ახალგაზრდებს ხშირად გვაქვს ფუფუნება ჩავერთოთ არაფორმალური განათლების კუთხით პროექტებში.თუმცა მოდელირების სტილის პროექტებზე განსაკუთრებული ინტერესის მიუხედავად ფოთში მსგავსი სტილის პროექტი არ იყო ჩატარებული.

სწორედ ამიტომ თავად, შევიუშავე პროექტის კონცეფცია და აკადემიური სტრუქტურა ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით. სკოლის თვითმმართველობასთან თანამშრომლობით მოვახერხეთ პროექტის მონაწილეების მობილიზება და სამუშაო პროცესის გახსნა. პროექტი სამი დღის განმავლობაში, 3,4 და 5 მაისს მიმდინარეობდა.

შემაჯამებელი ღონისძიება კი ქალაქის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში შედგა.პროექტის შედეგად გაერთიანდა 65 მონაწილე, 12 მოხალისე-ორგანიზატორი, 5 მოხალისე-კომიტეტის ხელმძღვანელი, 2 აკადემიური ხელმძღვანელი-მოხალისე.