პროექტის დეტალი

ეკო-კვირეული

გამოყვეყნების თარიღი: Oct 22, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 10
პროექტი

პროექტის აღწერა

პრობლემა გარემოს დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი რესურსების არამიზნობრივი გამოყენება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გლობალური გამოწვევაა. ჯერ კიდევ ბევრ ახალგაზრდას არ აქვს ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ მოქმედებს თითოეული ადამიანის ქცევა გარემოზე. ახალციხის მუნიციპალიტეტშიც შეინიშნება ნარჩენების არამიზნობრივი მართვა დაბალი ჩართულობა გარემოსდაცვით აქტივობებში. ამ ყველაფერმა ნათლად აჩვენა, რომ აუცილებელია ახალგაზრდების ინფორმირება, განათლება და მათი ჩართვა ეკო-მეგობრულ საქმიანობებში, რათა გაიზარდოს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და ერთობლივი ძალით შევამციროთ ზიანი გარემოზე. მიზანი ეკო-კვირეულის მიზანი:ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა და ეკო-მეგობრული ცხოვრების წესის დანერგვა. პროექტი მიზნად ისახავს: •ახალგაზრდებში ეკო პასუხისმგებლობის გაზრდას; •გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებას; •ნარჩენების მართვის, გადამუშავებისა და მწვანე ინოვაციების პოპულარიზაციას; •სამოქალაქო აქტიურობისა და მოხალისეობის კულტურის გაძლიერებას ახალციხეში. ჩატარებული აქტივობები ეკო-კვირეულის ფარგლებში განხორციელდა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და პრაქტიკული ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავდა როგორც ცოდნის გაზრდას, ასევე მოქმედების მოტივაციის შექმნას: სესია: ეკო-საშიშროებები და კლიმატის ცვლილება სესია: ნარჩენების მართვა და გადამუშავება სესია: ეკო-ინოვაციები და მწვანე ტექნოლოგიები სესია: დედამიწის ეკოსისტემები ფილმის ჩვენება დასუფთავების აქცია ინტელექტუალური თამაში შედეგი ეკო-კვირეულმა გააუმჯობესა ახალგაზრდების ცოდნა გარემოსდაცვით საკითხებზე და გააძლიერა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. •გაიზარდა ცნობიერება ნარჩენების მართვისა და გადამუშავების მნიშვნელობაზე; •გაძლიერდა ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გარემოზე ზრუნვის სურვილი; •ახალციხეში ჩამოყალიბდა ახალი ეკო-მეგობრული გუნდი, რომელიც მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას. ეკო-კვირეული გახდა ნათელი მაგალითი იმისა, რომ ახალგაზრდების აქტიურობა და ერთიანობა შეუძლია რეალური ცვლილების შექმნა გარემოს დაცვის მიმართულებით.