პროექტი
პროექტის აღწერა
პრობლემა: ბევრი ახალგაზრდა ვერ იღებს სრულყოფილ შესაძლებლობებს საკუთარი უნარების განვითარებისთვის. ადგილობრივი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ ხვდება, როგორ ჩაერთოს აქტივობებში, სადაც შეუძლია გუნდის მუშაობა, კრიტიკული აზროვნების განვითარება და სოციალური უნარების გაღრმავება. განსაკუთრებით გამოწვევაა სოფლისა და მცირე დასახლებების ახალგაზრდებისთვის აქტივობებზე წვდომის შეზღუდულობა.
ახალგაზრდებს ხშირად აკლია კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პრობლემის გადაჭრის უნარები. ასევე, მცირე გამოცდილება აქვთ ინიციატივების გაწევასა და საჯარო სივრცეში საკუთარი აზრის გამოხატვაში. ინფორმაცია, რომელიც ახალგაზრდებისთვის არსებობს, არ არის კონცენტრირებული, მარტივად მისაწვდომი და საინტერესო.
მიზანი: სტიმ-ბანაკის მიზანია შექმნას გარემო, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარ აზრს თავისუფლად გამოხატონ, განვითარდნენ გუნდურ მუშაობაში და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა აქტივობის გზით. პროექტმა ხელი შეუწყო კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის და სოციალური უნარების გაძლიერებას, ახალი მეგობრების შეძენას და აქტიური მონაწილეობისთვის მოტივაციის გაძლიერებას.
მომზადებული შედეგები: ბანაკის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიაღწევენ შემდეგს:ლებენ ეფექტურად თანამშრომლობას გუნდში;
განივითარებენ კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს;
შეიძენენ ცოდნას სხვადასხვა თემებზე, რაც აუმჯობესებს კრიტიკულ აზროვნებას;
შექმნიან ახალ მეგობრობას და ქსელს, რომელიც მომავალ აქტივობებში ხელს შეუწყობს თანამშრომლობას;
გაიზრდებათ ინიციატივის მიღებისა და ლიდერობის უნარები.