პროექტი
პროექტის აღწერა
"მოხალისეობრივი საქმიანობა სხვადასხვა მმიმართულებით"
პროექტის განმავლობაში,მოხალისეები საკმაოდ ხშირად ვსტუმრობდით სოციალურ სახლს, სადაც გავიცანი და დავმეგობრდი უამრავ შშმ პირთან. დავათვალიერეთ მათი სახელოსნოები, ხოლო შემდგომ გავმართეთ ღონისძიება სადაც დავუკარით გიტარაზე, ვუმღერეთ, ვათამაშეთ და შევთავაზეთ სხვადასხვა გასართობი აქტივობები. ასევე მოწვეულნი ვიყავით მათ ღონისძიებაზე სადაც იმღერეს, ხოლო ჩვენ კი გვირილებისგან გვირგვინების დაწვნა ვასწავლეთ და დაწნული გვირგვინები კი ვაჩუქეთ.
პროექტის ფარგლებში ვეწვიეთ მოხუცთა თავშესაფარ- "კათარზისს", სადაც წარვადგინეთ პრეზენტაცია ჰელფინგ ჰენდსა და ჩვენი პიროვნების შესახებ, შემდგომ მოხუცებს დავეხმარეთ კომპიუტერების და სხვა ტექნოლოგიების გამოყენების შესწავლაში, ამასთან დავეხმარეთ სამზარეულოს სხვადასხვა საქმეებში, სადაც 100-ზე მეტი, სოციალურად დაუცველი მოხუცი გამოვკვებეთ.
მინდა ავღნიშნო რომ ასევე გავმართეთ ფილმის ჩვენება, "youth agency"-ახალგაზრდულ სააგენტო-ში,სადაც ხალხს შევთავაზეთ სხვადასხვა აქტივობა, როგორიცაა მაგ. სახის მოხატვა... ამ დღეს გავყიდეთ, არამარტო ფილმის ბილეთები სიმბოლურ ფასად, არამედ ჩვენი ხელნაკეთი ნივთებიც,გამომუშავებული თანხით წავედით და ვიყიდეთ ისეთი საჩუქრები,რომლებიც შშმ პირებს გაუხარდებოდათ და ვეწვიეთ მეორე შშმ პირთა სოციალურ სახლს, სადაც მათ გადავეცით საჩუქრები და დავეხმარეთ ქსოვაში, ქარგვაში, ხატვაში, ბისერებისგან სამკაულების აწყობაში...