პროექტი
პროექტის აღწერა
28-29-30 აგვისტოს, ნუცა შუბლაძის ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი - "საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები". სამი დღის მანძილზე მე და ნუცა ჰელფინგ ჰენდის მოხალისეებსა და სხვა წევრებს ვუზიარებდით ინფორმაციას თუ როგორ არის შესაძლებელი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, რა შესაძლებლობები არსებობს, როგორ გამოვიყენოთ ისინი და რა არის ამისთვის საჭირო. თითო ტრენინგის ხანგრძლივობა შეადგენდა 90 წუთს. სულ ჩავატარეთ სამი ტრენინიგი. ასევე, მოხალისეობრივ საათში შედის ის დრო, რომელიც დაიხარჯა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაკეთებაზე, რომლებიც ყველა ტრენინგზე დამსწრე პირმა მიიღო, და პრეზენტაციის მომზადების დრო.