პროექტი
პროექტის აღწერა
ჩავატარე კულინარიის მასტერკლასი სკოლაში, რომლის მიზანიც ქართული სამზარეულოსა და ტრადიციული კერძების გაცნობა იყო სკოლის საზოგადოებისთვის. მონაწილეებთან ერთად მოვამზადეთ და გამოვაცხვეთ ხაჭაპური, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრადიციული კერძი.
მასტერკლასის განმავლობაში ამერიკელ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გავუზიარე ინფორმაცია ხაჭაპურის წარმომავლობასა და მის ნაირსახეობებზე, აგრეთვე ვისაუბრე ქართულ რეგიონულ კერძებსა და მათ თავისებურებებზე. დასასრულს, გავუმასპინძლდით მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.