პროექტის დეტალი

ეკო-კვირეული

გამოყვეყნების თარიღი: Oct 31, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 14
პროექტი

პროექტის აღწერა

ბოლო წლებში ჩემს რეგიონში დანაგვიანება, ტყეების გაჩეხვა ეკოლოგიური ცნობიერების დაბალი დონე სულ უფრო შესამჩნევი გახდა. სწორედ ამ ყველაფერმა დამაფიქრა: რა შემეძლო მე გამეკეთებინა, რომ გარემოოზე პოზიტიური ზეგავლენა მომეხდინა? მოხალისეობამ მასწავლა, რომ ცვლილებები სწორედ ერთი ნაბიჯიდან იწყება. ამიტომ გადავწყვიტე, ახალციხის ახალგაზრდულ საბჭოსთან ერთად გამემართა „ეკო-კვირეული“ — სივრცე, სადაც ახალგაზრდები ერთად ვისაუბრებდით ეკოლოგიურ პრობლემებზე, გავუზიარებდით ერთმანეთს იდეებს და დავგეგმავდით ქმედებებს გარემოს დასაცავად. პირველი ეტაპი იყო თემების შერჩევა. მინდოდა, თითოეულ სესიას სხვადასხვა დატვირთვა ჰქონოდა და არამხოლოდ ინფორმაციის გამეზიარებინა, არამედ ახალგაზრდეში მოტივაცია ამემაღლებინა. ასე გაჩნდა იდეა გვესაუბრა კლიმატის ცვლილებაზე, ნარჩენების მართვაზე, ეკო-ინოვაციებსა და ეკოსისტემებზე. ერთად შევიმუშავე სესიების მოდულები, მოვიწვიეთ , დავგეგმე ფილმის ჩვენება, დასუფთავების აქცია და ინტელექტუალური თამაში. კვირეულის განმავლობაში ვნახე, როგორ იცვლებოდა მონაწილეების დამოკიდებულება. ბევრმა მითხრა, რომ პირველად დაფიქრდა საკუთარ მავნე ჩვევებზე —ნარჩენების გადაყრაზე, წყლის დაზოგვაზე, პლასტმასის მოხმარებაზე. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია,რომ გამეგრძლებინა ჩემი საქმიანობა . ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მცირე ინიციატივებიც კი შეუძლია დიდი ცვლილების წამოწყება. მინდა, ეკო-კვირეული გახდეს ტრადიცია ახალციხეში — სივრცე, სადაც ახალგაზრდები ყოველწლიურად შეიკრიბებიან, ისაუბრებენ გარემოზე და კიდევ ერთხელ გააცნობიერებენ, რომ ბუნების დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.