პროექტი
პროექტის აღწერა
სამ დღიან ტრენინგის(თემა: საზღვარგარეთ სწავლა და შესაძლებლობები), ერთ - ერთ დღეს, პროექტის მონაწილემ მე და ჩემს ტყუპს შემოგვთავაზა საქართველოს სტუდენტურ პარლამენტში მოწვევა და ტრენინგის ჩატარება, რადგან მას ძალიან მოეწონა ჩვენი ტრენინგი. მოგვიანებით მართლაც მოგვიწვია მან სტუდენტურ პარლამენტში, შევთანხმდით ტრენინგის ონლაინ ჩატარებაზე, თემებზე და ჩავნიშნეთ ორ დღიანი ტრენინგი სტუდენტებთან. ჩვენ არ ვიცოდით მონაწილეთა რაოდენობა, ამიტომ ისინი ნაკადებად არ გაგვინაწილებია. ტრენინგების ხანგრძლივობა ორი საათი გამოგვივიდა. ორივე დღეს, მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა, 100-მდე დაინტერესებული პირი შემოვიდა ტრენინგზე. ესეც, საკმაოდ დიდი გამოცდილება და მოტივაცია იყო ჩვენთვის. ის ფაქტი, რომ ჩვენმა ტრენინგს მოყვა მეორე და გამოიწვია ახალგაზრდების დაინტერესება ძალიან სასიამოვნოა. მოხალისეობამ შესაძლებლობების დიდი არეალი მომცა, რაც ყოველდღიურად მაძლევს დიდ სტიმულს, მერქვას მოხალისე ძალიან ძალიან დიდი ხანი<3.