პროექტის დეტალი

ვიკიპედიელი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 02, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 10
პროექტი

პროექტის აღწერა

ზაფხულში, დავესწარი სამ დღიან ტრენინგ - სემინარს ტემაზე: "პროპაგანდის ექო". ტრენინგ - სემინარის ბოლო დღეს, მოწვეულები იყვნენ ვიკიპედიის შემქმნელები, რომლებმაც გაგვაცნეს ვიკიპედიის ისტორია და გზა, თუ როგორ ვყოფილიყავით ვიკიპედიელები. სწორედ ამ დღიდან, დავიწყე აქტიურად მონაწილეობა სტატიების რედაქტირებაში. დროის სიმწირის გამო, ვერ ვახერხებ სტატიების შექმნას და რედაქტირებას რეგულარულად, მაგრამ მაინც ვცდილობ დავარედაქტირო ბევრი სტატიები. ვარედაქტირებ ნებისმიერ სტატიას. (რა თქმა უნდა სხვადასხვა მოცულობის და რედაქტირების საჭიროების). რედაქტირების შემდეგ ეს ინფორმაცია გადაეცემათ ვიკიმედიელებს, რომელთა მოვალეობაა ჩემი რედაქტირების ნახვა და შემდგომ დადასტურება/არდადასტურება. ჩემი ყველა რედაქტირებული სტატია დადასტურებულია. მათ შორის არის "შუშანიკი", რომლის მთავარი, შინაარსობრივი პარაგრაფი სრულიად ჩემი შექმნილია. ამავე სტატიას აქვს ყველაზე ბევრი, 1473 ნახვა. ჩემთვის ვიკიპედიელობა დიდი პასუხიმგებლობაა, მომავალში ვგეგმავ უფრო მეტი და მეტი სტატიის რედაქტირებას, რადგან მსურს ქართული ვიკიპედია განვითარდეს და უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდეს. სტატუსი "ვიკიპედიელი" და მისი გამოყენება, რა თქმა უნდა სრულიად მოხალისეობრივია. ის ფაქტი რომ მე მაქვს შესაძლებლობა ვაკეთო ის რაც მიყვარს და თან ის რაც მნიშვნელოვანია ქართული მედიისათვის, მმატებს უფრო დიდ პასუხისმგებლობებს და ხალისს მოხალისეობრივი საქმიანობების გაკეთების.