პროექტის დეტალი

მკითხველთა რიცზვის გაზრდა და წიგნების პოპულირება.

გამოყვეყნების თარიღი: Nov 04, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 40
პროექტი

პროექტის აღწერა

განათლების მიღება დაკავშირებულია წიგნის კითხვასთან, მეტი განათლებული ხალხი კი ნიშნავს მეტ მკითხველს. სწორედ ამიტომ, ჩვენს სკოლაში, უკვე 3 წელია ხორციელდება კლუბი ,,წიგნის მასპინძელი," რომლის მიზანია,  წიგნებისა და მათი ავტორების საზოგადოებაში პოპულირება და შესაბამისად, მკითხველთა დონის ამაღლება. ამ პროექტს, რომლის ინიციატორიც ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო, ძირითადად სასკოლო თემში ვანხორციელებდით, და უკვე 3 წელია მეც აქტიურად ვმოხალისეობ ამ საქმეში.  წელს ამ კლუბის შეხვედრა გავიტანეთ ჩვენი ქალაქის თემშიც. ამ ინიციატივის განხორციელებას ხელი შეუწყო ჩვენი ქალაქის, ზესტაფონის ცენტრალური ბიბლიოთეკის კვირეულმაც. გამოგვიყვეს სივრცე და დრო. ავირჩიე ნაკლებად პოპულარული წიგნი, ოსკარ უაილდის ,,ბროწეულის სახლი", რომელიც ნამდვილად იმსახურებს მეტ მკითხველს.  შევკარი 3 კაციანი გუნდი, გავამზადე პრეზენტაცია, გამოვიყენე დამატებითი მასალებიც, რადგან აუდიტორიას გამარტივებოდა მასალის გააზრება. კერძოდ:
  • დავამზადე პოსტერი.
  • მოვამზადე ამონარიდები.
  • შევადგინე კითხვა_პასუხი.
  • მსმენელს მივაწოდეთ ინფორმაცია ავტორზე
  • დავამზადე საინფორმაციო ბუკლეტები.
შეხვედრას ესწრებოდა 30მდე პიროვნება, უფროსებიცა და თანატოლებიც, იყვნენ ქალაქის მერიის წარმომადგენლებიც. ჩვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო, ამაღლდა ცნობიერება ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობაზე,  აუდიტორიიდან უმრავლესობამ წაიკითხა მოცემული წიგნი, შთაბეჭდილებები და რეკომენდაცია გაუზიარეს თანატოლებსაც.