პროექტის დეტალი

ტრენინგი გარდატეხის ასაკზე

გამოყვეყნების თარიღი: Nov 11, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 25
პროექტი

პროექტის აღწერა

თინეიჯერული ასაკი არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სენსიტიური ეტაპი. სწორედ ამ დროს უჩნდება ახალგაზრდას უამრავი კითხვა, შიში და გაურკვევლობა. ამიტომაც აუცილებელია, რომ ამ ასაკში მოზარდს გვერდით ჰყავდეს ადამიანი, რომელიც გაუგებს, მოუსმენს და საჭირო რჩევებს მისცემს. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტე, დამეგეგმა ტრენინგი თემაზე „თინეიჯერული ასაკის სირთულეები და მათი გადალახვის გზები“. მსურდა, მონაწილეებს შეხვედროდა ისეთი პიროვნება, რომელიც შეძლებდა თბილად, პროფესიონალურად და გულწრფელად ესაუბრა ამ საკითხებზე. ამიტომ ტრენინგზე მოვიწვიე ქოუჩი, ქალბატონი მ. ბოჭორიშვილი _ადამიანი, რომელიც გამოცდილია მოზარდებთან მუშაობაში და შესანიშნავად ახერხებს მათთან ნდობის ატმოსფეროს შექმნას. ტრენინგისთვის წინასწარ დავგეგმე პროგრამა: მოვამზადე პრეზენტაცია, განვსაზღვრე აქტივობების თანმიმდევრობა და ჩავრთე სახალისო ენერჯაიზერები, რათა მონაწილეებს აქტიურად ჩართულიყვნენ პროცესში. ღონისძიება ჩატარდა ზესტაფონში, მერიის გამოგვყოფილ სივრცეში, რომელსაც დაესწრო დაახლოებით 25 მოზარდი. პრეზენტაციისა და აქტივობების დასრულების შემდეგ, ქოუჩმა საინტერესო და ემოციური საუბარი გამართა გარდატეხის ასაკის სირთულეებზე. მან მოზარდებს გაუზიარა რჩევები, როგორ გაუმკლავდნენ ემოციებს, როგორ იპოვონ საკუთარი თავი და როგორ ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, პირადად გასაუბრებოდნენ ქოუჩს. ჩატარდა ინდივიდუალური, მინი-სესიები, სადაც ბავშვებმა თავიანთი პირადი გამოცდილებაც გააზიარეს. მიღწეული შედეგი იყო შესამჩნევი: მოზარდებმა უკეთ გაიაზრეს გარდატეხის ასაკის თავისებურებები, ისწავლეს სირთულეებთან გამკლავება და აღმოაჩინეს პოზიტიური ალტერნატივები პრობლემების გადასაჭრელად. ვფიქრობ, ეს ტრენინგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მათი პიროვნული ზრდისა და თვითშეფასების ამაღლების გზაზე, ხოლო ჩემთვის  დიდი გამოცდილება, რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდების მხარდაჭერა, გაგება და თანადგომა.