პროექტი
პროექტის აღწერა
„ახალციხის მუნიციპალიტეტის მოხალისე 2025“
უკვე რამდენიმე წელია, ახალციხის მუნიციპალიტეტში მოხალისეობის კულტურა ნელ-ნელა იკიდებს ფეხს, მაგრამ მაინც არსებობობს საჭიროება ამ თემის პოპულარიზაცია პროგრამა „ახალციხის მუნიციპალიტეტის მოხალისე 2025“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდულ საბჭოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის განვითარება და თემში პოზიტიური ცვლილებების წახალისებაა. გადავწყვიტე, ჩავსულიყავი ამ პროცესში და აქტიურად ჩავერთე პროგრამის „ახალციხის მუნიციპალიტეტის მოხალისე 2025“ განხორციელებაში.
საწყის ეტაპზე შევიმუშავე პროგრამის სამოქმედო გეგმა — რომელიც მოიცავდა სამი მიმართულებას:
1. საინფორმაციო კამპანია
2. თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები თემებზე: მოხალისეობა,მოხალოსეობის მნიშვნელობა,მოხალოსეობის ჩართულობის ფორმეები ლიდერობა, გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია, სოციალური პასუხისმგებლობა
3. პრაქტიკული მოხალისეობრივი აქტივობები
შეირჩა 16 აქტიური ახალგაზრდა, რომლებმაც გაიარეს ინტენსიური სასწავლო კურსი. სწავლების მოდული მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს ასევე პრაქტიკულ მიმართულებებს პროგრამამ ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მიცემა. ისინი არ ელიან ცვლილებას თვითონ ქმნიან მას.
პროექტმა ახალგაზრდებს მისცა არა მხოლოდ ცოდნა, არამედ თავდაჯერება და სივრცე, სადაც საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა შეეძლოთ.
ეს გამოცდილება ჩემთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ როცა ახალგაზრდებს ენდობი, ისინი შეუძლებელსაც შეძლებენ.