პროექტის დეტალი

რეგიონული კონფერენცია მოხალისეობის საკითხებზე

გამოყვეყნების თარიღი: Nov 11, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 1
პროექტი

პროექტის აღწერა

რეგიონული კონფერენცია მოხალისეობის საკითხებზე ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. კონფერენცია გაიმართა პროექტის „მოხალისეობა — ახალი შესაძლებლობების“ ფარგლებში, რომელსაც „ჰელფინგ ჰენდი“ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს. ინიციატივა ორგანიზებული იყო მოხალისე გიორგი საანიშვილისა და საუკეთესო მოხალისის ჯილდოს გამარჯვებული თათია მსხილიძის მიერ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები და რეგიონში მოხალისეობით გამორჩეული ახალგაზრდები, რომლებმაც თავიანთი ისტორიებითა და გამოცდილებებით ყველას მოგვცეს უდიდესი მოტივაცია. მე მქონდა შესაძლებლობა წარმომადგენლებთან, გამეზიარებინა საკუთარი გამოცდილება და მესწავლა ახალი იდეები მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებისთვის. კონფერენციამ განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა ყველა ერთ მიზანს ვემსახურებოდით: ახალგაზრდებში პასუხისმგებლობისა და ერთიანობის კულტურის გაძლიერებას. დისკუსიებმა და გამოცდილების გაზიარებამ დამარწმუნა, რომ მოხალისეობა არა მხოლოდ დახმარებაა, არამედ გზა პიროვნული ზრდისა და საზოგადოების განვითარებისთვის. მაქვს მოტივაცია, რომ მომავალშიც გავაგრძელო აქტიური მონაწილეობა მსგავს პროექტებში და სხვებიც ჩავრთო ამ მნიშვნელოვან საქმიანობაში.