პროექტი
პროექტის აღწერა
პროექტ ,, მომავლის მოხალისეები" მიმდინარე წლის მარტში დავიწყე და ნოემბრის პირველ კვირას დავასრულე . აღნიშნული პროექტის ფარგლებში ,გადავწყვიტე დავხმარებოდი ისეთ მოსწავლეებს ,რომელთაც არ აქვთ იმის შესაძლებლობა რომ რეპეტიტორებთან მოემზადონ კონკრეტულ საგნებზე . მე კი გადავწყვიტე მე-4 და მე-5 კლასის 40 მოსწავლე სრულიად უსასყიდლოდ მომემზადებინა მათემატიკაში. პროექტის მიზანია მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა . გაკვეთილები რომ ყველასთვის მოსახერხებელ დროს ყოფილიყო ონლაინ ფორმატის დახმარებით, ქვეყნის ნებისმიერი მხრიდან შესაძლებელი გახდა ჩემს გაკვეთილებზე დასწრება . გაკვეთილებს კვირაში ორჯერ ვატარებდი 2 საათის განმავლობაში.