პროექტი
პროექტის აღწერა
თვითმმართველობასთან თანამშრომლობით სკოლაში ჩავატარეთ ინტელექტუალური თამაში “ტვინების შერკინება”.
პირველ ეტაპზე ერთმანეთს შეეჯიბრნენ 3, 4 და 5 კლასის მოსწავლეები,
მეორე ეტაპზე - 6, 7 და 8 კლასები,
ხოლო მესამე ეტაპზე - 9, 10 და 11 კლასის მოსწავლეები.
მონაწილეები დაყოფილები იყვნენ ჯგუფებად და თითოეულ ეტაპზე გამოვლინდა ერთი გამარჯვებული.
თამაშს ვუძღვებოდი მე.
თამაში ჩატარდა სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში. „ტვინების შერკინება“ როგორც ინტელექტუალური თამაში დაეხმარა მოსწავლეებს ლოგიკური აზროვნების, სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში. თამაშის პროცესში მათ უფრო გაუღრმავდათ სწავლებისადმი ინტერესი, შრომისმოყვარეობა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის სურვილი. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს განათლების განვითარებას, რადგან სწავლას აქცევს საინტერესო, პრაქტიკულ და მოტივაციურ პროცესად, სადაც მოსწავლეები ცოდნას არა მხოლოდ იღებენ, არამედ გამოიყენებენ კიდეც.