პროექტი
პროექტის აღწერა
2025 წლის სექტემებრში, დავაარსე საქართველოს სკოლების კლუბებთა ასოციაცია, School Clubs Association Of Georgia. ასოციაციის დაარსების იდეა მომივიდა მაშინ, როდესაც დავფიქრდი საქართველოში არსებული სკოლების კლუბურ მიმართულებებზე და მნიშვნელობაზე. საქართველოს უმეტეს სკოლაში არ არსებობს სკოლის რომელიმე მიმართულების კლუბი. მსურს, რომ ასოციაციამ წვლილი შეიტანოს არამარტო სკოლათაშორის კავშირების გაღრმავებაში და საერთო კლუბური აქტივობების ჩატარებაში, არამედ გააღვივოს ინიციატივები ახალგაზრდებში და მისცეს, აღმოაჩინოს მოტივაცია ახალგაზრდებში, რომლებიც ღირსეულად წაუძღვებიან კლუბებს და ხელს შეუწყობენ თანასკოლელებს, სკოლის საზოგადოებას იმ მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში როგორიც არის გუნდური მუშაობა, ინიციატორობა, ინოვატორობა და სხვა. ამ ეტაპზე კვლავ მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით სკოლების კლუბთა გაერთიანება, რათა ერთობლივად განვახორციელოთ აქტივობები. ასევე ასოციაციას ჰყავს ახალგაზრდა გუნდი, რომლის მოვალეობაა საორგანიზაციო და PR საკითხების მოგვარება. გუნდის წევრებმა გაიარეს ორი ეტაპი ასოციაციაში მოსახვედრად - ონლაინ რეგისტრაცია და ინტერვიუ. მომავალში ვგეგმავ ასოციაციის იურიდიულად დამტკიცებასაც.