პროექტი
პროექტის აღწერა
მიმდინარე წლის აგვისტოში განვახორციელე პროექტი ,,ერთი დღე სჯარო სივრცეში". შემოვიკრიბე ახალგაზრდები ,რომელთაც სურდათ ახალი გამოცდილებისა და მეგობრების შეძენა. ადგილობრივ თვითმართველობასთან შეთახმებით ერთი თვის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა საჯარო სამსახურს ვესტუმრეთ სადაც ისე როგორც სხვა თანამშრომლები სრული სამუშაო საათი გავატარეთ მერიაში,მუზეუმში ,სპორტ სკოლასა და საჯარო ბიბლიოთეკაში. აღნიშნულმა პროექტმა გააერთიანა 15 აქტიური ახალგაზრდა ,მიუხედვად იმისა ,რომ არდადაგების პერიოდი იყო . პროექტის მიზანი იყო ის , რომ ახალგაზრდები მეტად გააქტიურებულიყვნენ და დაეფასებინათ მათი შრომა . ჩვენ სურვილისამებრ სრულიად ,უსასყიდლოდ ,შევიტანეთ ჩვენი მცირედი წვლილი მუნიციპალიტეტის განვითარებასა და საქმიანობაში. პროექტის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდით ყველა საჯარო სტრუქტურასთნ ,რომელიც ფუნქციონირებდა მარტვილის მუნიციპალიტეტში .