პროექტი
პროექტის აღწერა
✨ჩვენ ვართ ეკოლოგიური ცნობიერების ხელშემწყობი ახალგაზრდული პლატფორმა.
🔹ჩვენი მთავარი მისიაა — ხელი შევუწყოთ სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ეკოლოგიური, კულტურული და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას არაფორმალური განათლების, პრაქტიკული გამოცდილებისა და სამოქალაქო ჩართულობის გზით.
🔹ჩვენი მიზანია — ახალგაზრდებისთვის შევქმნათ მხარდაჭერაზე, თანასწორობაზე და თვითრეალიზაციაზე ორიენტირებული სივრცე, სადაც თითოეული მონაწილე აღმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს და გახდება აქტიური მოქალაქე.
🔹პროექტი ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency-ს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“-ს ფარგლებში, სადაც გაიმარჯვა ჩვენმა წარდგენილმა ინიციატივამ: "ახალგაზრდული საგანმანათლებლო და ეკოტურისტული ინიციატივა".
🔹 პროექტს ვახორციელებთ საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობის, სენაკის წარმომადგენლობასთან კოლაბორაციით.
🔹ინიციატივას მხარს უჭერენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Senaki Municipality, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Senaki Municipality City Council და ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი .