პროექტი
პროექტის აღწერა
მიმდინარე წლის 12 აგვისტოს სიმბოლურად აღინიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მარტვილში. ეს დღე საინტერესო და მხიარული გავხადეთ ახალგაზრდებისთვის ,მოვაწყვეთ საინტერესო ფილმის ჩვენება-განხილვა , საუბრები სასურველ თემაზე და სურვილისამებრ ახალგაზრდებმა შემოგვთავაზეს სხვადასხვა ავტორი ლექსები ,სიმღერები და ცეკვები ,რამაც უფრო მხიარული გახადა აღნიშნული დღე. ფილმის განხილვას ესწრებოდნენ მერიის წარმომადგენლებიც. მიუხედავად ზაფხულისა , 70 -მდე ახალგაზრდა ესწრებოდა წლევანდელ ღონისძიებას . აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებულია ჩემ მიერ მერიასთან თანამშრომლობით.