პროექტის დეტალი

შეხვედრა სხვა სკოლასთან

გამოყვეყნების თარიღი: Nov 11, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 3
პროექტი

პროექტის აღწერა

ჩვენი სკოლის დებატების კლუბის ხელმძღვანელები: ანი შპეტიშვილი და გიორგი ღუჭაშვილი სტუმრად ახალსოფლის სკოლას ეწვია, სადაც საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების იდეა თვითმმართველობის თავმჯდომარეს, თიკო კობიაშვილს, ეკუთვნოდა, ხოლო დებატების კლუბმა ის წარმატებით განახორციელა. ღონისძიება დაიწყო პრეზენტაციით, რომელიც კლუბის ხელმძღვანელებმა წარადგინეს. პრეზენტაციაში მათ გააცნეს დებატების წესები, მნიშვნელობა და საკუთარი გამოცდილება. პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ერთ დებატში, რომელიც ძალიან საინტერესო და ინტერაქტიური გამოდგა. შეხვედრის ბოლოს ახალსოფლის სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს საკუთარი დებატების კლუბის შექმნა, რაც საშუალებას მისცემს მათ კიდევ უფრო განვითარდეს, აქტიურად დაინტერესდნენ დებატებით და მომავალში ერთობლივი ღონისძიებებისთვისაც მოემზადონ. შეხვედრა გამოირჩეოდა შემოქმედებითობით, აქტიურობითა და თავისუფალი აზრის გამოხატვით. ასეთი ინიციატივები ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, საჯარო გამოსვლის უნარებისა და გუნდური მუშაობის განვითარებას, ხოლო მომავალი შეხვედრები კიდევ უფრო საინტერესო და მასშტაბურ გამოცდილებას მოუტანს მოსწავლეებს.