პროექტის დეტალი

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სკოლაში

გამოყვეყნების თარიღი: Nov 12, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 5
პროექტი

პროექტის აღწერა

საქმიანობის დასახელება: დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სკოლაში აღწერა: ეს აქტივობა ჩემთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური, რადგან ეს იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც აერთიანებდა კულტურულ, შემოქმედებით და საგანმანათლებლო ელემენტებს. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ქართული ენისადმი სიყვარულის გაღრმავება და იმ დიდი მოღვაწეების გახსენება, რომლებმაც ჩვენი ენისა და კულტურის შენარჩუნებაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს პირველკლასელებთან მოხალისეობრივად ჩავატარე შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ბავშვებს შევთავაზე კროსვორდების ამოხსნა, ანბანის გაფერადება და სხვა სახალისო თამაშები. ღონისძიებამ შექმნა თბილი და შემოქმედებითი გარემო, გააერთიანა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები და კიდევ ერთხელ შეგვახსენა მშობლიური ენის მნიშვნელობა ჩვენ, უფროსკლასელებს, შეგვიძლია გავაღრმავოთ პატარებში ინტერესიც და პატივისცემაც მშობლიური ენისადმი.