პროექტი
პროექტის აღწერა
🔹ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე „მომავლის პროფესიები და ციფრული ერა“, რომელსაც ექსპერტი ციფრული განათლების და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში - ზვიად გაბისონია უძღვებოდა.
🔹ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე ესწრებოდნენ.
🔹კონფერენციის მიზანს, ახალგაზრდების კარიერული განვითარების მხარდაჭერა, მათი მოტივაცია და ინოვაციური პროფესიების შესახებ ინფორმირება წარმოადგენდა.
🔹ღონისძიებას აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 150 ახალგაზრდა ვესწრებოდით. ახალგაზრდებმა მივიღეთ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
• ხელოვნური ინტელექტის გავლენა ჩვენს აწმყოსა და მომავალზე.
• ტექნოლოგიების გავლენა პროფესიებზე;
• უნარები და კომპეტენციები მომავლის პროფესიებისთვის;
• როგორ იცვლება შრომის ბაზარი გლობალურად;
• განათლების სფერო და ტექნოლოგიები.
🔹ახალგაზრდებს საშუალება გვქონდა, დაგვესვა კითხვები ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე და მიგვეღო დეტალური ინფორმაცია.