პროექტის დეტალი

კულტურული მრავალფეროვნება

გამოყვეყნების თარიღი: Nov 12, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 90
პროექტი

პროექტის აღწერა

კულტურულ მრავალფეროვნებაზე მუშაობას ერთ თვეზე მეტი ხანი დავუთმე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად ყოველდღიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა აქტივობაში ვუკავშირდებოდი ახალგაზრდებს, ვგეგმავდი და ვახორციელებდი რეპეტიციებს, ვმუშაობდი ცეკვების მომზადებაზე და ღონისძიების ორგანიზაციულ მხარეზეც. ჯამურად საქმიანობას დავუთმე დაახლოებით 80–100 საათი. პროექტის შედეგად გაუმჯობესდა გუნდური მუშაობა, გაიზარდა მონაწილეთა ტოლერანტობა და ურთიერთპატივისცემა. ახალგაზრდებმა უკეთ გაიცნეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურა, ტრადიციები და ერთმანეთის განსხვავებული გამოცდილება, რაც დაეხმარა მათ თანამშრომლობის, თანაგრძნობისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარების განვითარებაში. პროექტში ჩართული იყო 100-მდე ახალგაზრდა