პროექტი
პროექტის აღწერა
პროექტი „მოქმედი თაობა – ძლიერი თემი“ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობა თემის ცხოვრებაში ხშირად შეზღუდულია. აქტიურად ჩავერთე პროექტის გაწერაში მოგებული გრანტით კი გავმართე პროექტი „მოქმედი თაობა – ძლიერი თემი“, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების გააქტიურებას, ლიდერობის უნარების განვითარებას და თემის სოციალურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას. პროექტი მოიცავდა სამ ეტაპს: თეორიული ნაწილი ინიციატივის შექმნა განხორციელება და შედეგების შეფასება ფორუმი. ახალგაზრდები მონაწილეობდნენ თემატურ ტრენინგებსა და სესიებში, სწავლობდნენ, როგორ შეიძლება რეალურად მოახდინონ ცვლილებები თავიანთ თემებში. ვნახე, როგორ იზრდებოდა მათში პასუხისმგებლობა, როგორ ცდილობდნენ თავიანთი იდეების განხორციელებას, როგორ ეხმარებოდნენ ერთმანეთს ჯგუფურ პროექტებში. ამ გამოცდილება დამარწმუნა, რომ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობა შესაძლებელია, თუ მათ მივცემთ საჭირო ცოდნას, მოტივაციას და ხელშემწყობ გარემოს.პროექტი მოიცავდა ვიზიტს 7 სოფელსა და 2 ქალაქში ინიციატივა განხორციელდა საქართველოს ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მიერ, პროექტის "საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები იდეიდან -ცვლილებამდე" ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.ბენეფიციარები: 180 ახალგაზრდა