პროექტის დეტალი

„მეორე შანსი“ ნიკას და გალინას გადარჩენილი ცხოვრება

გამოყვეყნების თარიღი: Nov 15, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 200
პროექტი

პროექტის აღწერა

ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ორი სრულიად ერთმანეთისთვის უცხო ადამიანის ახალგაზრდა ბიჭისა და მოხუცი ქალბატონის ერთად მოყვანა და მათი ცხოვრებების შეცვლა. ეს ადამიანები ერთმანეთისთვის არც ნათესავები იყვნენ, არც ნაცნობები, თუმცა დღეს ისინი დიდი ოჯახივით ცხოვრობენ. ნიკა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა. ბავშვობიდან ჰქონდა დიაბეტი, რის გამოც დედამ მიატოვა. პირველად რომ ვნახე, უმძიმეს მდგომარეობაში იყო: მიტოვებული, დაუცველი, ჯანმრთელობის მხრივ გადაღლილი და სრულიად მარტო ამ სამყაროში ნახევრად კომატოზურ მდგომარეობაში. შემდეგ იყო, აპარატზე გადაყვანა და სწორედ მაშინ შევპირდი ხელს ჩაგკიდებ და აღარასდროს გაგიშვებთქო.და ასეც მოხდა. ასე გახდა ნიკა ჩემი ოჯახი მეორე მხრიდან გალინა ბებო 3 თვე იყო მწოლიარე, უპატრონოდ, სრულიად უყურადღებოდ. მასაც არ ჰყავდა არავინ. მისი ოთახი სიჩუმით იყო სავსე, ხოლო მისი ჯანმრთელობა უკიდურესად რთული, ნახევრი სხეული უპატრონობისგან სრულიად შეჭმული ჰქონდათ მატლებს. ორივე შემთხვევა ჩემთვის გახდა გამოღვიძება და პასუხისმგებლობის უდიდესი განცდა. მათთან ყოველდღიურმა ურთიერთობამ, ზრუნვამ, სამედიცინო მხარდაჭერამ და ემოციურმა ყურადღებამ სრულიად შეცვალა მათი მდგომარეობა. ნიკა დღეს ბევრად სუფთა, სტაბილური და იმედით სავსე ცხოვრება აქვს , გალინას კი უკვე შეუძლია მოძრაობა, კომუნიკაცია და სითბოს მიღება. მაგრამ ყველაზე დიდი ნაბიჯი ის იყო, რომ ორივესთვის ავაშენე სახლი სივრცე, სადაც უსაფრთხოდ, თბილად და ადამიანურად ცხოვრობენ. დღეს ისინი ერთმანეთისთვის ოჯახი არიან: იზიარებენ ყოველდღიურობას, უჭერენ მხარს ერთმანეთს და ქმნიან იმ მშვიდ გარემოს, რომელიც წლების განმავლობაში არცერთს არ ჰქონდათ. სახლის მშენებლობამდე იყო მიწის ნაკვეთის შეძნა, რომელიც სრულიად ადამიანების დახმარებით მოვაგროვეთ, სოციალური ქსელების მეშვეობით. ასევე, სახლის მშენებლობაც ცარიელი ხელებით ანუ ადამიანების დახმარებით მოხდა. ეს ისტორია ჩემთვის უბრალოდ დახმარება არ არის ეს არის ადამიანურობის ყველაზე ძლიერი გამოვლინება და ის დიდი მიზეზი, რის გამოც არასდროს ვწყვეტ მოღვაწეობას. ახლა ორივეს აქვს დიდი სახლი და დიდი ოჯახი.