პროექტის დეტალი

მკითხველთა აკადემია

გამოყვეყნების თარიღი: Nov 15, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 300
პროექტი

პროექტის აღწერა

„მკითხველთა აკადემია“ არის პროექტი რომლის ფარგლებშიც უამრავ მოსწავლეს შეუყვარდა კითხვა. კლუბი სკოლის მოსწავლეების ლიტერატურული ცოდნის გაძლიერებასა და წიგნების მიმართ ინტერესის ამაღლებაზე იყო ორიენტირებული. პროექტის ფარგლებში, ვატარებდით კონკურსს კლასებს შორის, რომლის დროსაც ვამზადებდით ასობით კითხვას სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებებისა და ავტორების შესახებ. კლასებს შორის ვატარებდით შიდა თამაშებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტად ეხმარებოდა ბავშვებს რომ უკეთ მორგებოდნენ კონკურსის გარემოს. ვგეგმავდით და ვმუშაობდით პროექტისთვის საჭირო ყველა საორგანიზაციო საკითხებზე. მაქსიმალურად ვეხმარებოდით ბავშვებს, რათა მათი ინტერესი წიგნების მიმართ მეტად გაგვეზარდა და წაგვეხალისებინა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გამომცემლობებისგან მოვიპოვეთ დაფინანსება, მოგვაწოდეს წიგნები რომლებიც შემდგომ კონკურსის მონაწილეებს გადავეცით. პროექტმა არა მხოლოდ ლიტერატურის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასაც. ჩემი აზრით პროექტი არის კარგი შესაძლებლობა რათა გავუწიოთ პოპულარიზაცია წიგნებს და გავზარდოთ წიგნებისადმი სიყვარული მოსწავლეებში.